რეზონანსი
11.05.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება. ამის შესახებ მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლოობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×