რეზონანსი
11.05.2021

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 12-14 მაისს, საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

„15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×