რეზონანსი
11.05.2021

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის საპირფარეშოდან წყლის მილი მოიპარეს. როგორც ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა.

მათივე თქმით, მომხდარი ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის, ახლადრეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღიდან ხშირად იკარგება სხვადასხვა ნივთი.

„არ ვიცი რა ვთქვა, საპირფარეშოში კამერას ხომ ვერ დავაყენებთ. წყლის მილია მოპარული, ხან ნათურებს ტეხავენ,ხან ფარშევანგს კუდს აგლეჯენ, ხან სკამებს აზიანებენ.

გარეთა პერიმეტრზე კამერებია დამონტაჟებული, მაგრამ საპირფარეშოში შიგნით ხომ ვერ ვიზამთ ამას… ფარშევანგიც ამიტომ გვყავს ვოლიერში რომ კუდი მოაძვრეს", - განაცხადა ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×