რეზონანსი
11.05.2021

არჩილ და შოთა არველაძეები, თბილისის ინფექციური საავადმყოფოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. მათ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ დოზა გაიკეთეს.

შოთი არველაძემ კორონავირუსი 2020 წლის შემოდგომაზე გადაიტანა.

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გრძელდება და ვაქცინირებულთა რაოდენობა 70 000-ს უახლოვდება. დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა 5 000-ს მიუახლოვდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×