რეზონანსი
11.05.2021

ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 13 მაისს სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან ,- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ გაგრძელდება.

“საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 13 მაისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება.

სწავლის დასაწყებად სკოლები სრულ მზადყოფნაში არიან. ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფექციაზე მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, სადაც დღეს მორიგი ტესტირება სამინისტროს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

სკოლაში როგორც მასწავლებლების, ასევე, მანდატურების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ტექნიკური პერსონალის შემოწმება, PCR ტექნოლოგიითა და სწრაფი ტესტებით მიმდინარეობს.

სწავლის განახლების პარალელურად, ტესტირება სკოლებში კვლავ უწყვეტად გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×