რეზონანსი
11.05.2021

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

„არ ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა?! პრემიერ-მინისტრი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას, სწორად როგორ იქცევა“, - აცხადებს მელია.

კითხვაზე, გაექცა თუ არა გახარია პასუხისმგებლობას თანამდებობის დატოვებით, მელია პასუხობს რომ „რა თქმა უნდა".

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×