რეზონანსი
11.05.2021

მაშფოთებს ის, რომ მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა“, - ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ლიკა მუმლაძე განმარტავს, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც.

„ჩვენთან, ამ ეტაპზე, მცირეწლოვანი ბავშვების მიღება არ ხდება, თუმცა, კოლეგებისგან როგორც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ მაღალია ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი. ჩვენთან უფრო მეტად მაშფოთებს ის, რომ გაიზარდა მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა. საშუალო ასაკის 40-დან 58 წლამდე მძიმე მიმდინარეობის პაციენტების წილმა მოიმატა“,-აცხადებს ლიკა მუმლაძე.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, სააღდგომო დღეებთან დაკავშირებული ე.წ. დიდი კლასტერები გაჩნდება.

" შემთხვევების მატების მოლოდინი მაქვს, სააღდგომო დღეების გამოძახილი ახლა გამოჩნდება ჩვენს საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იყო შეზღუდული, ადამიანები აქტიურად იყვნენ დაკავებულები თავშეყრით, ერთად ყოფნით, სწორედ ეს გამოიწვევს ე.წ. დიდი კლასტერების გაჩენას. სასაფლაოებზე არ გავედით, მაგრამ სახლში შეიკრიბა საზოგადოება. ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოავლენს“,- აცხადებს მუმლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×