რეზონანსი
11.05.2021

იმუნიზაციის საბჭო დღეს იმსჯელებს დაიწიოს თუ არა AstraZeneca-სთან მიმართებაში ასაკობრივი ზღვარი, ასევე, განიხილავენ "სინოვაკის" ადმინისტრირების დაწყების საკითხს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა."დღეს სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო იქნება, სადაც განხილულ იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის "ასტრაზენეკაზე" ასაკის დაწევის საკითხი, მათ შორის "სინოვაკის" ადმინისტრირების დაწყების საკითხი, იმიტომ, რომ დღევანდელ ეტაპზე მოთხოვნილება ჭარბობს მიწოდებას და ჩვენ როგორმე ეს უნდა დავაბალანსოთ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამირცხა, რომ "სინოვაკის" გამოყენებასთან დაკავშირებით WHO-ს ავტორიზაციას არ დაელოდონ.

მისი თქმით, დღეისთვის 100-მდე საავადმყოფოს 161 ბრიგადა ატარებს აცრებს, მაგრამ ზოგიერთი ბრიგადა რეგიონებში ყოველ დღე არ მუშაობს, მისი თქმით, დღეს დააყენა საკითხი, რომ 7-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ "სინოვაკი" ჩინური ვაქცინაა, რომელის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთიდან საჩუქრად მიიღო. ამ ვაქცინას ჯერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×