რეზონანსი
11.05.2021

ვაქცინაციის საბჭო დღეს ვაქცინაციის პროცესის წახალისების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„წახალისების სხვადასხვა მექანიზმი ევროპის ქვეყნებშიც მოქმედებს. ამერიკაში აქტიურად იყენებენ ამ მექანიზმებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან. წახალისების დაწესების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გადაწყვეტილება იქონიოს და რაღაცნაირად შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. მოკლედ, მთელი ეს საკითხები იქნება დამუშავებული. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო კონკრეტული პაკეტი გვექნება იმაზე, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×