რეზონანსი
11.05.2021

13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გიგი უგულავა ავრცელებს. მისი თმით, პროცესი აეროპორტში ძიუდოისტის, საბა გავაშელიშვილის ცემის საქმეს ეხება.

"რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე", - წერს გიგი უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×