რეზონანსი
10.05.2021

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 246 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 39 პირს.

მათივე ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 113 ინფიცირებული პაციენტი, 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 224 ინფიცირებული.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 14 834 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 823 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×