რეზონანსი
09.05.2021

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქეთი ჩხაიძე, „ნოდარ მელაძის შაბათში“ ქმრის სიკვდილის საქმეზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ის 12 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ქეთი ამბობს, რომ გარდაცვლილი მას შვილის მოკვლითაც ემუქრებოდა. რაც შეეხება საბედისწერო 13 მარტს. ქეთის თქმით, თავისი ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა სახლში, მას სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, უარის გამო კი გაბრაზდა და მასზე იძალადა. შემდეგ საძილე აბები დალია.

ქეთის თქმით, მას ქმრის შეეშინდა და ოჯახში დაძაბულობის განსამუხტად მოკლულის ბავშვობის მეგობარს დაურეკა. ქეთი უარყოფს, რომ ქმარი მოკლა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×