რეზონანსი
08.05.2021

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კაშხლის მშენებლობა არ მიმდინარეობს”, – ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ასე ეხმაურება კომპანია ენკას დირექტორი მერაბ ლომინაძე მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხეობაში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

ლომინაძეს მიაჩნია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო მობილიზაციისთვის პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავენ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საპროტესტო მობილიზაციისთვის გამოყენებულია გარკვეული პროვოკაციული ქმედებები. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს წინასწარ არც კი უკითხავთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კომპანიის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში არიან ადგილზე იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში და ამ შემთხვევაში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ისინი განახორციელებენ სრულ მონიტორინგს უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას”, – აცხადებს მერქაბ ლომინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×