რეზონანსი
08.05.2021

მე რომ ვისმენდი პრეზიდენტის გამოსვლას, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვეტოს ადებდა ამ კანონპროექტს. ყველა მის მიერ ჩამოთვლილი არგუმენტი, იყო ვეტოს დასადები არგუმენტი. შესაბამისად, არ ვეთანხმები იმაში, რომ ტუ ეს არგუმენტები პრეზიდენტს ესმოდა და გაიაზრა, როგორ შეიძლებოდა ამაზე ვეტო არ დაედო - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდის თუ არა მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნახევარი შესულია პარლამენტში, მეორე ნახევარი არ შედის, კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, შენ კი ხარ მასპინძელი მთელი ამ პროცესის. ზოგადად უხერხულია ბატონ შარლ მიშელთან, ბატონ დანიელსონთან, მათი ნამუშევარი ჯერ კიდევ არ კაშკაშებს ისე, როგორც უნდა კაშკაშებდეს. ხალხი ჩამოვიდა, კონფლიქტი მოაგვარა, ხალხი ციხიდან გამოუშვეს. ამ პროცესში რომ ისეთი ტიპის დოკუმენტი შემოდის, რომელიც შენვე გესმის, რომ ამ შეთანხმების სულისკვეთებას, პოლიტიკური მიზანშეწონილობა აბა რას ნიშნავს? როდის უნდა დადგეს სხვა დროს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, თუ ოდნავ მაინც გვესმის ამ სიტყვათა ერთობლიობის მნიშვნელობა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×