რეზონანსი
08.05.2021

თუ ნიკა მელია პოზიციას არ დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია გავრცელდება, მაგრამ თუ მას სურვილი აქვს, რომ განსაჯოს სასამართლომ, ის მიიღებს მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამნისტიის კანონპროექტში ჩავდეთ, რომ საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა ამნისტიაზე, აქამდე ეს ასე არ იყო. ეს კონკრეტულად ჩადებულია, ამ ვითარების გათვალისწინებით. მელიას რაც მოეთხოვება, ესაა, რომ მან ხმა არ ამოიღოს, იმისთვის, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. თუკი მას არ სურს ამნისტია, ეს მისი უფლებაა. მიმაჩნია, რომ ეს უფლება არ შეიძლება ვინმეს წაერთვას. პირიქით რომ დაგვეწერა კანონპროექტში, რომ მას ეს უფლება წაერთმეოდა, მერე გენახათ თქვენ მელიას სამართლიანი გულისწყრომა. ის იტყოდა აუცილებლად, რომ აქვს უფლება კონვენციიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ განსაჯოს და გაამართლოს. ამ უფლებას მას ვერავინ წაართმევს. ამიტომ აუცილებელია, რომ მას შანსი ჰქონდეს, რომ განსაჯოს სასამართლომ და გაამართლოს. თუმცა თავად იცის გამართლების რა პერსპექტივა აქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×