რეზონანსი
08.05.2021

რა აურაცხელ სტატუსში იხარჯება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვირტუალური ლეგიონი, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოზე დათანხმება – რომელზე არდათანხმების გამოც იყო წინასწარ პატიმრობაში – რამენაირად ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ, – წერს „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.

„ის დრო გამახსენა, „ორკესტრირებული მუშაობა“ რომ დაუდგინა ერთმა ცნობილმა საერთაშორისო ინსტიტუტმა. როგორც ჩანს, ისევ იქ არიან. საერთო ჩატში.

სამწუხარო სანახავია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არც ნიკა მელიას და არც საკუთარ თავს, დიდი ხანია, ღირსეული გამოსავალი აღარ დაუტოვეს და ახლა, მისი და საკუთარი თავების, ამ სირცხვილიდან გამოძვრენას ცდილობენ, რომელიც, ნაწილობრივ, საკუთარ ქვეყანასაც აკადრეს.

ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს.

ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს.

ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს.

სიმართლეს, ბოლოს, ყველა უსწორებს თვალს. გაყალბებულ არჩევნებს ვინც გაიძახოდა, ახლა „სხვებმა შეცდომაში შეგვიყვანესო“ – ამბობენ. უბრალოდ, ამასობაში, საკუთარ ქვეყანას რას ერჩიან?!… ექვსი თვე ტყუილს უყვებოდნენ „გაყალბებულ არჩევნებზე“, სამი თვე – ტყუილს ქართველ ნელსონ მანდელაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×