რეზონანსი
08.05.2021

გაუგებარი იქნება ევროკავშირისთვის. იმ ფონზე, როგორ შეფასდა, იმ ფონზე, რომ ყველასგან კომპრომისი იქნა მოთხოვნილი. ვფიქრობ ევროპის მხრიდან კრიტიკული იქნება დამოკიდებულება და პრინციპში ამის დასტური უკვე ვიხილეთ. მოვისმინეთ ევროპარლამენტარის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა გადახდილია, ყველა წინაპირობა მოხსნილია და ყველაფერი მიდის შესრულებისკენ, მისი სურვილია, რომ პარლამენტარები, რომელთაც მიიღეს მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და იმოღვაწეონ საკანონმდებლო საქმიანობაში, - ასე უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ შეკითხვას, რა გზავნილი ექნება საქართველოს ევროკავშირისთვის, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ უარს იტყვის შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ შეუძლებელია, რომელიმე ოპოზიციური ძალა კვლავ პოლიტიკურ ჩიხებს ქმნიდეს.

„ეს არ არის ერთი პერსონის პირადი შეხედულება, უბრალოდ ლოგიკაც ამას გვკარნახობს. უბრალოდ შეუძლებელია სხვა გამოსავალს ეძებდეს და ისევ ჩიხებს ქმნიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა. ეს პირველივე დღიდან მათი დღის წესრიგი იყო, უბრალოდ ვიღაცამ სიჯიუტეზე ხელი არ აიღო და ვიღაცამ აიღო. ეს იწვევს შემდეგ მარგინალიზაციას და ეს არ არის კარგი ტენდენცია ზოგადად სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოში არ ვარგა, როდესაც ოპოზიცია ესოდენ მარგინალიზებულია, მათ შორის ამომრჩევლის თვალში. მაგალითად მელიას შემთხვევაში რაც ვიხილეთ. დილიდან საღამომდე შეცვლილი პოზიციები დამოკიდებულებები. ჩემი მტერი იქნება ვინც გირაოს გადამიხდისო და შემდეგ ევროკავშირმა გადაიხადა. უცნაური კომიკური ვითარებები იქმნება. თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ეს კაცი რაღაც ნიღბების მორგებით და ამას ყველა ხედავდა“, - განაცხადა სარჯველაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×