რეზონანსი
08.05.2021

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქ-ლაივის დროს აღნიშნა, ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ეუბნება, რომ მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ გაგრძელდება.

“როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზირება და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და თითქოს, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროცესს – ასე გამოჰყავთ ხოლმე საზოგადოების თვალში, რომ სანამ არ გადამოწმდება ყველაფერი, მანამდე კაშხლის მშენებლობა და ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერდება, გარდა გზისა, მიმდინარეობს კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი. გვირაბი გაჰყავთ. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. საპირისპიროში არწმენებენ საზოგადოებას სამინისტროსა და სამთავრო წრეების წარმომადგენლები… აქ ჩვეულებრივ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი – ანგრევს ხეობას ანადგურებს”, – აცხადებს გოლეთიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×