რეზონანსი
08.05.2021

ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპელებმა იფიქრეს, დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკიო და გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან სარჯველაძის თქმით, ის რომ მათ მიიღეს გირაოს გადახდის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას რომ პოლიტპატიმრობაზე საუბარი არაა. „აქ რეალურად გვაქვს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. პირიქით უნდა შევხედოთ ამ საკითხს. შარლ მიშელის ხელშეკრულებაში გამოყენებულია ფორმულირება, რომ ნიკა მელია არაა პოლიტიკური პატიმარი. იქ ნათქვამია, რომ მელია არის პოლიტიკურ პატიმრად აღქმული და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმრობა. ეს პირიქით იმის დასტურია, რომ არ არის პოლიტიკური პატიმრობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×