რეზონანსი
08.05.2021

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე" ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ეს არის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგი.

„მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გამოყო და ხელისუფლებას საია-მ გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×