რეზონანსი
08.05.2021

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის თეკ­ლა თორ­დი­ას საქ­მე­ზე 10 სა­ხის დარ­ღვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრმა", რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს იცავს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა რატი თორ­დია ამბობს, რომ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნამ საქ­მის გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა, თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა.

"ჩვენ, რა­საც ვფიქ­რობ­დით, ეგ არის. ცოტა გა­მიკ­ვირ­და კი­დეც, ეს დას­კვნა რომ მო­ი­ტა­ნეს. დო­კუ­მენ­ტი მას შემ­დეგ მოგ­ვცეს, რაც ჩვენ და­ვი­წყეთ მო­თხოვ­ნა, რომ საქ­მე მოკ­ვლე­უ­ლი­ყო, მი­ვე­დით სა­მი­ნის­ტრო­ში და ად­გილ­ზე მო­ვი­თხო­ვეთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. თა­ვი­დან ისე უნ­დო­დათ საქ­მის წაყ­ვა­ნა, რომ კო­ვიდ-სას­ტუმ­როს ექი­მი გა­მო­სუ­ლი­ყო ყვლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე. ჩვენ ვუ­თხა­რით, რომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი პრე­ტენ­ზია სწო­რედ მას­თან გვქონ­და, რად­გან აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და გულ­გრი­ლო­ბა იყო. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ბავ­შვი დრო­უ­ლად არ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს იყო კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი. დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხომ გა­მოჩ­ნდა ად­გი­ლი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონ­და? რამ­დენ­ჯე­რაც დავ­რე­კეთ და მო­ვი­თხო­ვეთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ერ­თმა­ნეთ­თან გვა­მი­სა­მარ­თებ­დნენ და წრე­ზე გვატ­რი­ა­ლებ­დნენ. კი­დევ ბევრ რა­მე­ზე უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი გა­მო­ძი­ე­ბამ. ვფიქ­რობ, რომ გერ­მა­ნუ­ლი კლი­ნი­კის მი­მარ­თაც უნდა დად­გეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, თუ ამას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. ბო­ლოს რომ დავ­რე­კეთ ამ კლი­ნი­კა­ში, მი­თხრეს, რომ ბავ­შვი და­ვა­ძი­ნეთ, რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და სუნ­თქვა უჭირ­დაო. რა­ტომ არ ჩაგ­ვა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში თუ აძი­ნებ­დნენ? ან რამ­დე­ნად სა­ჭი­რო იყო და­ძი­ნე­ბა? ასე­ვე, რა­ტომ არ გვპა­სუ­ხო­ბენ კი­თხვა­ზე, იყო თუ არა მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი კლი­ნი­კებ­ში, როცა ეს თეკ­ლას კრი­ტი­კუ­ლად სჭირ­დე­ბო­და?" - ეუბ­ნე­ბა Ambebi.ge - ს რატი თორ­დია.

19 წლის თეკ­ლა თორ­დია 2020 წლის 29 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა - ის კო­რო­ნა­ვი­სუ­რით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ჰქონ­და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, დი­ა­ბე­ტი. გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ როცა თეკ­ლა 24 ნო­ემ­ბერს კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან მათ­თან მი­იყ­ვა­ნეს, მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე უი­მე­დო იყო. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×