რეზონანსი
08.05.2021

გაუპატიურება სიცოცხლის მოსპობის მუქარით - 26 წლის გოგო, რომელმაც ტრავმას ვერ გაუძლო, მერვე სართულიდან გადახტა.

მსხვერპლი ყაზახეთის მოქალაქეა, ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. ასელ აიტპაევა თავდაპირველად რუსთავში მცხოვრებ ნათესავებთან, ასევე ყაზახეთის მოქალაქეებთან ცხოვრობდა, დაახლოებით 2 კვირის წინ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. რუსთავში აღნიშნული სახლი დატოვეს მისმა ნათესავებმაც.

ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თორდუას, ცოტა ხნის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ვინაიდან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

დაკავებული მამაკაცი ბესიკ თოდუა ზუგდიდის მკვიდრია. მამაკაცი წარსულში ბელორუსში იყო დაკავებული. ნასამართლეობის შესახებ საუბრობს მამაკაცი გავრცელებულ ჩანაწერშიც და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×