რეზონანსი
08.05.2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შუამდგომლობით, რის შემდეგაც მელიას გათავისუფლება მოხდება.

როგორც კონდახიშვილი აცხადებს, უწყებას აღნიშნულის გაკეთება დღესვე შეუძლია.

„ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ევროკავშირმა აღნიშნული თანხა ჩარიცხა. ადვოკატებს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიგვიღია, თავისთავად, დეტალები არ ვიცით. პროცედურულად, პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ან გაუქმება და ნიკა პატიმრობიდან გათავისუფლდება. როგორც დაიჭირა ხელისუფლებამ ნიკა მელია, ისე უნდა გაუშვას, რა გზას აირჩევს, არ ვიცი, ეს შეუძლიათ დღეს გააკეთონ, უკვე ყველაფერი მათ ხელში არის", - განაცხადა კონდახიშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×