რეზონანსი
08.05.2021

გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე 4-დან 11 მაისის ჩათვლით მთავრობამ უქმე დღეები დააწესა, რამაც ქვეყანაში მობილობის შემცირება და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება უნდა გამოიწვიოს. დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც ეხებათ. ეპიდვითარება ჯერჯერობით მკვეთრად არ უარესდება, მაგრამ არც უმჯობესდება. ასეთ დროს საინტერესოა რას გეგმავს განათლების სამინისტრო? რა ფორმით განახლდება სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში?

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, თუმცა ჯერჯერობით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება.

„ჯერჯერობით მსგავსი რამ არ იგეგმება, თუმცა როგორც ზოგადად, ისე ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. უწყებათაშორისი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე ასეთი რამ დაგეგმილი არ არის. სრულად მთელი საქართველოს გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე არ იგეგმება. თუ უწყებათაშორისი საბჭო რამე ახალს იტყვის, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დავემორჩილებით იმ გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×