რეზონანსი
08.05.2021

მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი 34 წლის იყო და პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და, რო­დე­საც 13 აპ­რილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ქალი ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლი­და. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ კვი­რა­ში დამ­ძიმ­და და კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პა ჩვი­ლი, გუ­შინ კი მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის ახ­ლო­ბე­ლი ამბობს, ქალს არა­ნა­ი­რი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია.

"ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ო­და ფეხ­მძი­მეც სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და. გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა­საც გა­დი­ო­და, ორ კვი­რა­ში ერთხელ სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად. თავს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ირ რე­კო­მენ­და­ცი­ას ას­რუ­ლებ­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და. რო­დე­საც მა­ი­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სკო­ლა მა­შინ­ვე ორი კვი­რით და­ხუ­რეს.

დე­და­საც ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ის ქალ­ბა­ტო­ნიც მას­წავ­ლე­ბე­ლია, ოღონდ სხვა სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მას არ ჰქო­ნია რთუ­ლი ფორ­მა, სახ­ლში გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბა. მა­ი­კო ზა­ფხულ­ში და­ო­ჯახ­და და ეს მისი პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იყო. ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია..." -  განუცხადა "ამბებს" ოჯახის ახ­ლო­ბე­ლმა.

ქალს რომ არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია, ეს გუშნ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×