რეზონანსი
07.05.2021

არანაირი თანხმობა და განცხადების დაწერა ამნისტიას არ სჭირდება - ამნისტია ავტომატურად ყველას შეეხება! - აღნიშნული განმარტება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ამნისტიაზე უარი თქვას, მიუხედავად იმისა, ჩაიწერება თუ არა ეს “ამნისტიის შესახებ“ კანონში.

“ამნისტია ყველა იმ პირს შეეხება, ვინც 20 ივნისის მოვლენებთან არის დაკავშირებული და ეს ავტომატურად მოხდება. არანაირი თანხმობა და განცხადების დაწერა ამას არ სჭირდება - ამნისტია ავტომატურად ყველას შეეხება! რაც შეეხება უარის უფლებას, ეს ამნისტიის შესახებ კანონში რომც არ ჩავწეროთ, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ამნისტიაზე უარი თქვას. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მას ამნისტია არ სჭირდება და სურს, სამართლიანი სასამართლოს უფლება გამოიყენოს, ამ შემთხვევაში პროცესი გაგრძელდება. ამასთან, პირს ამ უარის გამოთხოვის უფლება ნებისმიერ დროს აქვს - თუკი ამნისტიაზე უარი ვთქვი, გაგრძელდა სასამართლო პროცესი და ვხედავ, რომ სასამართლო პროცესს ვაგებ, ნებისმიერ ეტაპზე შემეძლება უარი გამოვითხოვო და ამნისტია შემეხება. თუკი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, უარის გამოთხოვა მას ამის შემდეგაც შეეძლება და მასზე ამნისტია გავრცელდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×