რეზონანსი
07.05.2021

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება "ქართული ოცნების" მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო - მან "ქართულ ოცნებას" ბოლო შანსი მისცა, - ეს განცხადება "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებასა და კანონებზე ვეტოების დადებას დაიწყებს.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვეტოს უფლებას სულ მცირე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდასთან დაკავშირებულ პროექტზე გამოიყენებდა.

დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უფლებრივი თვალსაზრისით მდგომარეობას აუარესებს, რადგან საჯარიმო სანქციები იზრდება და თუ აქამდე მოსამართლეს ერთ ან 2-დღიანი პატიმრობის გამოყენება შეეძლო, ახლა 5-დღეზე ნაკლებს ვეღარ გამოიყენებს.

"სალომე ზურაბიშვილი განცხადება იყო შემდეგი: - პრივილეგია ბოლოჯერ მოგეცით და ამის შემდეგ ასეთი რამ აღარ იქნება! მან "ქართულ ოცნებას" ბოლო შანსი მისცა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ ის ასე მარტივად, ასეთ ცვლილებებს "ქართულ ოცნებას" აღარ გაუტარებს. აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდებოდა, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის კონტექსტში ვიმყოფებით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×