რეზონანსი
07.05.2021

“შეიძლება განვიხილო” , – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ თბილისის მერად საკუთარ კანდიდატურაზე.

მისი თქმით, საერთო ოპოზიციური კანდიდატის დაყენება არასწორია, რადგან ასეთ დროს  პარტიათა რეიტინგი არ იკრიბება.

“მე რასაც ვხედავ, ცალსახად არის ის, რომ ხმები ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არ ჯამდება, ანუ თუ კრებ ამ ყველაფერს ერთად, ჯამი არ გამოდის, იკარგება. პირობითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირჩის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს. ისე, როგორც, მე რომ დავდექი დიდუბეში, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა და დაუჭირა ანა დოლიძეს. არ ჯამდება ასე მარტივად ეს რაღაცები. ამიტომ, სინამდვილეში, ჩვენ უნდა წავიდეთ საპირისპირო გზით”, – თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×