რეზონანსი
07.05.2021

თბი­ლის­ში, ბო­კე­რი­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა 7 თვის ორ­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი. და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო 34 წლის პა­ცი­ენ­ტი ნა­ად­რე­ვად, სა­კე­ის­რო კვე­თით ამ­შო­ბი­ა­რეს. ჩვი­ლი და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დედა-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ჰოს­პიტ­ლის კლი­ნი­კურ დი­რექ­ტორს, ალექ­სი ვა­ჩა­ძეს სა­უბ­რობს:

"ჩვენ­თან მოს­ვლამ­დე, მას ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი, 13 აპ­რილს იყო რუს­თა­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­ი­კე­თა ტეს­ტი, და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი და წა­ვი­და სახ­ლში. სახ­ლი­დან 6 დღე­ში პირ­და­პირ ჩვენ­თან მო­ვი­და უკვე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით. მა­ნამ­დე რა­ტომ არ მი­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბა, სა­ნამ ასე დამ­ძიმდდე­ბო­და, ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

ჩვი­ლი იყო დღე­ნაკ­ლუ­ლი, მცი­რე წო­ნით და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ტა­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა. 

ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­ერ­თოდ, თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დავ­ხე­დავთ, თუ ორ­გა­ნიზმს აქვს სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი, ფეხ­მძმო­ბა არის და­მა­ტე­ბი­თი რისკ-ფაქ­ტო­რი. ანუ თუ სუსტ ორ­გა­ნიზმს ის კი­დევ უფრო ასუს­ტებს და კო­რო­ნა­ვირუ­სი შე­სა­ბა­მი­სად უფრო მწვავ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის ჩა­მო­სუ­ლი ვარ ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც 9 წელი ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც რე­ნი­მა­ტო­ლოგ-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ბევ­რი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქო­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა ფა­ტა­ლუ­რად. პა­ცი­ენტს ჰქონ­და ასე­თი იმუ­ნუ­რი გე­ნე­ტი­კა, რომ­ლიც ვერ მო­ე­რია ვირუსს, მას­თან, ჩვენ­თან რომ მო­ვი­და უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო.

მას ჯან­მრთე­ლო­ბის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. ეს თა­ვა­დაც თქვა, სა­ნამ სა­უ­ბა­რი შე­ეძ­ლო და ჩვენც გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ.  დრო­უ­ლად რომ მო­სუ­ლი­ყო, გა­დარ­ჩე­ნა ალ­ბათ, მოხერხდებოდა, თუმ­ცა ახლა გა­დაჭ­რით მტკი­ცე­ბა ძნე­ლია", - განუცხადა "ამბებს" ალექ­სი ვა­ჩა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×