რეზონანსი
07.05.2021

პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. პრეზიდენტი განცხადებას 20:30 საათზე გააკეთებს.

პრესსამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამ საკითხზე ზურაბიშვილთან ინტენსიური შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გუშინ, 6 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ რეჟიმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს კი მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრები ქართული ოცნების ლიდერებთან გაიმართა. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, პრეზიდენტს შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლები - მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×