რეზონანსი
07.05.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის" ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.

როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის" პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.

საქართველომ „სინოფარმის" ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.

„სინოფარმი" კორონავირუსის საწინააღმდეგო მეექვსე ვაქცინა გახდა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×