რეზონანსი
07.05.2021

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას მიამრთავს და აცხადებს მთავარი ხალხის ინტერესების დაცვაა და არა "საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი". მისი თქმით, ვინც გაიყიდა, უახლოეს არჩევნებზე ყველა საკადრის პასუხს მიიღებს:

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ!

ამიტომ, მათ მინდ ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და ვისაც ადამიანის ციხეში გამოკეტვა გამარჯვება ჰგონია.

გემი ჩაძირეთ, თვითონ გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

არ გამოგივათ!

ჯერ ერთი, გემი გადარჩება!

და მეორე, ვინც გადახტა და გაიყიდა, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს უახლოეს არჩევნებზე.

და იდექით მერე რიგში და ითვალეთ პირველი, მეორე, მესამეზე.

ხალხის ინტერესების დაცვაა მთავარი, სახალხო ძალა და არა საარჩევნო კოდექსთან ჩახუტებული სირბილი.

P.S. გიორგი ვაშაძე (და არა მარტო!) რომ ტროას ცხენი იყო, ყოველთვის ვიცოდი და ვამბობდი კიდეც" - აცხადებს ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×