რეზონანსი
07.05.2021

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. ამ საკითხში მას დახმარებას, ვაზილ ჰუდაკი გაუწევს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკი მთავრობას პანდემიის პირობებში ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი როლი ექნება.

ვაზილ ჰუდაკი აქამდე ევროპის საინვესტიც ბანკის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად სლოვაკეთში. გუშინ კი ის მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინეს. უცხოელი მრჩეველი მთავრობის ადმინისტრაციაში აქამდე მხოლოდ გარემოს დაცვითი მიმართულებით არსებობდა. საინვესტიციო მრჩეველი უკვე ახალი თანამდებობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×