რეზონანსი
07.05.2021

უკვე მეცხრე დღეა ირაკლი კაკაბაძე კოვიდ-19-ს ებრძვის. როგორც ითქვა, ირაკლი მეგობრის, პოეტ ზურაბ რთველიაშვილის გასვენების დღეს დაინფიცირდა (პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი და გასვენება ქაშვეთის ტაძრიდან იყო). როგორც ამბობს, თავსაც ნორმალურად გრძნობს.

"ვბერავ და ვბერავ ბუშტებს. ხან მწვანეს, ხან ნარინჯისფერს, ხან ლურჯს და ხანაც – წითელს. სიმღერაც კარგიაო ამ დროს. მაგრამ გაბერვა სიმღერის ნაირსახეობაა. მეც ვბერავ. ეს გამომიწერა ექიმმა. ასევე ვვარჯიშობ. ეს ქალბატონი ნათელა ნაჭყებიას მეთოდოლოგიაა. ვუსმენ ოპერას და განწყობას ვიმაღლებ. ესეც მისი მეთოდით.

მძიმე თვეები გვაქვს. ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ მთლიანად ქვეყანამ – ძალიან საყვარელი ხალხი. და “თეთრი ჭირი” – კოვიდ-19 გვიტევს. ვცდილობთ გავუმკლავდეთ, უნდა აუცილებლად გავუმკლავდეთ და გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია", - ამბობს კაკაბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×