რეზონანსი
06.05.2021

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თავდებობის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ნიკა მელია 72 საათში საპატიმროდან გათავისუფლდება.

როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ამ შეთანხმებაში ჩადეს მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ესაა თავდებობის მექანიზმი.

„რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩადეს ამ შეთანხმებაში მექანიზმები, რომელიც გულისხმობს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - თავდებობის მექანიზმი. შემდგომი ეტაპია ამნისტიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც საბოლოდ შეწყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას ნიკა მელიას მიმართ. ჯერ არ ჩაირთო ეს მექანიზმი, როცა ჩაირთვება ის 72 საათში გაათავისუფლებს ნიკა მელიას. უნდა დაველოდოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, აღვიჭურვოთ მოთმინებით და დაველოდოთ პარტნიორების ძალისხმევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს და ადამიანი გამოვიდეს გარეთ. რაც შეეხება, ევროკავშირი მხრიდან შემოთავაზებულ მექანიზმს, ის თავიდანვე ამას გულისხმობდა. ეს მექანიზმი არ იყო ჩაწერილი შეთანხმებაში იყო ზეპირად გაჟღერებული“,- განცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა ნიკა მელია გათავისუფლდეს. ის იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×