რეზონანსი
06.05.2021

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა 18 წელს გადაცილებულ პირებს ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აცრის საშუალება მიეცათ. საჯაროდ აიცრნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. 

ზოგიერთი პოლიტიკოსი აცრის მომენტში ღელავდა, თუმცა, საბოლოდ, არცერთ შემთხვევაში, მინიმალური გართულებაც არ ყოფილა. დაყოვნების დროის გასვლის შემდეგ, დეპუტატებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოწოდებები გააკეთეს.

სასულიერო პირი საჯარო ვაქცინაციის სურვილით - იშვიათი გამონაკლისი დღეს დეკანოზი გიორგი ჩაჩავა იყო. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი განმარტავდა, რომ წამლის მიღება რწმენასთან წინააღმდეგობაში არ არის. ის როგორც სასულიერო პირებს, ასევე მრევლს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

მათ გარდა, ვინც დღეს საჯარო ვაქცინაციის სურვილი გამოთქვა, დიდი ინტერესი ჩანდა რიგითი მოქალაქეებისგანაც. თვალშისაცემი იყო რიგები სამედიცინო დაწესებულებებთან.

ბოლო სამ დღეში მხოლოდ "სინოფარმით" ქვეყანაში 3 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ჩინური წარმოების ვაქცინის მსურველთა რიგებში 20 000-ზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. პარალელურად, 100-მდე სამედიცინო ცენტრში იმუნიზაცია სხვა პრეპარატებითაც მიმდინარეობს. ქვეყანამ დღეს დამატებით 48 000 "ასტრაზენეკას" ვაქცინის დოზა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×