რეზონანსი
06.05.2021

რუსეთის მიერ წიწიბურას ექსპორტის დროებით შეჩერებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ქართულ ბაზარზე პროდუქტის მასიური შესყიდვა მოჰყვა. როგორც მსხვილი იმპორტიორი კომპანიის „ჯიბეს“ კომერციული დირექტორი აცხადებს, ვინც აქამდე 2 ტონას ყიდულობდა, ახლა 20 ტონა პროდუქტის შეკვეთა გააკეთა.

მიუხედავად ამისა, მარაგი არსებობს, ამოწურვის შემთხვევაში კი, ალტერნატიული ბაზარი ჩინეთი იქნება.

,,არ არის პრობლემა, რომ პროდუქცია ვერ შემოვიტანოთ. ეს დღეები შეიძლებოდა და ვიყიდეთ, წამოვიღეთ საკმაოდ ბევრი. არის 2 თვის მარაგი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუშინ მედიით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აჩერებს ექსპორტს, ყველა მირეკავდა და პანიკური შესყიდვები დაიწყო. ვინც აქამდე 2 ტონას ყიდულობდა, 20 ტონა შემიკვეთა. ეს არ არის რეალური ტენდენცია და ამდენის რეალიზება ვერ მოხდება, ამ ტემპით არ იყიდება წიწიბურა რეალურად, უბრალოდ, ინფორმაციამ იმოქმედა.

მას შემდეგ, რაც მარაგი ამოიწურება, ჩვენს შემთხვევაში ალტერნატიული ბაზარი ჩინეთი იქნება. შორია და ტრანსპორტირებას დიდი დრო უნდა, მაგრამ ფასით ყველაზე მისაღებია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუს“ კომპანია ,,ჯიბეს“ კომერციულმა დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×