რეზონანსი
06.05.2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენად 252 ტესტი გაკეთდა, რის შედეგადაც 41 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მთლიანობაში ოკუპირებულ რეგიონში 14 743 შემთხვევა გამოვლინდა, 13 660 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 222 ადამიანი.

დღეისთვის გუდაუთას საავადმყოფოში 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 17 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 27-ის საშუალო სიმძიმის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×