რეზონანსი
06.05.2021

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგები გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, მთელი რიგი რეფორმების გატარება საჭიროებს პარტნიორების პირდაპირ ჩართულობას.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, წარვადგინოთ ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკვე 2024 წელს. ეს იყო ჩვენი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რასაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, კონკრეტული რეფორმების გატარება ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად და ბუნებრივია, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მთელი რიგი რეფორმების გატარება საჭიროებს ჩვენი პარტნიორების პირდაპირ ჩართულობას და გერმანიის როლი, ბუნებრივია აქაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მუდმივად ხელშესახები შედეგი გვექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, აქაც გვჭირდება ხელშესახები შედეგები. ახლოვდება სამიტი, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ ყოველ კონკრეტულ ღონისძიებაზე, ყოველი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისას გვქონდეს კონკრეტული შედეგები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×