რეზონანსი
06.05.2021

რთული სათქმელია, პანდემიის მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა, თუმცა  მსოფლიოს Covid-19-ის კონტროლის შანსი აქვს, თუ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას გამოიყენებს,- ამის შესახებ WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ამისთვის ერთობლივად მოქმედებაა საჭირო. ახლა კრიტიკულ ვითარებაში ვართ.რთული სათქმელია, პანდემიის მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ გვანახა, რომ მათ ვირუსის გაკონტროლება  და გავრცელების შეჩერება შეუძლიათ. სხვა ქვეყნებში კი პირიქით, ვირუსი სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ვირუსზე. აუცილებელია სწორი კურსი ავარჩიოთ. ჯანდაცვის ზომებისა და ვაქცინების გამოყენებით, ჩვენ კორონავირუსის კონტროლის შანსი გვაქვს“,- განაცხადა კერჰოვემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×