რეზონანსი
06.05.2021

საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი ვიზიტი გერმანიაში, გვაქვს შეხვედრები ბუნდესტაგში, გვქონდა შეხვედრები ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის წევრებთან. ასევე დღეს გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

„გერმანია ასრულებს განსაკუთრებულ როლს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ზუსტად ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვხედავთ რომ ძალიან მყარი და ძლიერია მათი მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×