რეზონანსი
06.05.2021

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მოსამზადებელ პროცესზე აქტიურად არის გადასული. უკვე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და ორგანიზებულად მივყვებით გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

„მათ შორის, გერმანიაში კოლეგებს ვაცნობთ გეგმას, ხედვებსა და კამპანიის ძირითად საკითხებს, რაზეც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ავაგებთ კამპანიას. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორებისა და მათ შორის გერმანიის მხარდაჭერა გვაქვს. საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კონკრეტულ კანდიდატებზე და კიდევ უფრო მეტი ინფორმაციას საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×