რეზონანსი
06.05.2021

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროკავშირი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისის ეფექტურად და პრაგმატულად მოგვარებას ეხება. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამონაკლისის დაშვებას ეხება", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×