რეზონანსი
06.05.2021

ეს ოპოზიცია 57%-იან საარჩევნო ზღვარს ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე, კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვთ.

„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×