რეზონანსი
04.05.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი მომხრეა, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ასაკობრივი განაწილების არსებული რეჟიმი ჯერჯერობით შენარჩუნდეს.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ასაკს რაც შეეხება, 55 წელი შევარჩიეთ. ევროპის რეგიონში 10-12 ქვეყანაა, რომელიც ამ ასაკობრივ ზღურბლს ირჩევს. გასულ კვირას იყო მსჯელობა კლინიკურ ჯგუფში. ჯგუფი ჯერჯერობით ისევ იმ პოზიციას ემხრობა, რომ შევინარჩუნოთ 55 წლის ზემოთ ასაკი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები თუ იქნება, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენთანაც გადახედავს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოფარმს“, გაბუნიას თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია.

„რაოდენობა ადგილებისა, რომლებიც იყო გამოყოფილი, პრაქტიკულად შეივსო, განსაკუთრებით თბილისში. ამ კვირაში, დღეს-ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია, რომ პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია. ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამოხატული არ არის. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმით“ ვაქცინაცია უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. სწრაფი მოცვისთვის ადგილები დაემატება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )