რეზონანსი
04.05.2021

გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ნიკა მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, „თავი დაიმთავრა“.

„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დღეს განაცხდა, რომ გირაოსთან დაკავშირებით მელიას თანხმობა არც სამართლებრივად არც სხვა მხრივ დღის წესრიგში არ არის.

„ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურაც, სასამართლოც, ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს გირაო, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე“, – დასძინა კონდახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )