რეზონანსი
04.05.2021

ნიკა მელია ორ თვეზე მეტი ვადით იმყოფება ციხეში და როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ იქიდან გმირად ვერ გამოვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მელია მიხვდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება სახელმწიფო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით გამოიწვიო.

" ასევე მან თავისი თანხმობით გირაოზე მოუწოდა ყველას და პირველ რიგში, რადიკალურ ფრთას, რომ მისი პრინციპი, რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭირეს - არ შედგა,ასევე მეორე პრინციპი, რომ არ გადაიხდიდა და ისე გამოვიდოდა ციხიდან - ესეც ვერ შედგა და შესაბამისად, მისი ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არავინ არ უნდა გაბედოს და გაილაშქროს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. რაც ყველაზე მთავარია, ის მიხვდა, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების კომენტარები მის საკითხთან დაკავშირებით ნიშნავდა იმას, რომ პერსონალურად მისი გადასაწყვეტი იყო, რას გააკეთებდა ციხიდან გამოსვლის თაობაზე. დიპლომატიურ ენას სახალხო ენაზე თუ გადავთარგმნით, მათი განცხადებები ნიშნავდა, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოსულიყო და ახლა რაც უნდა ის ექნა - ასეთი იყო ევროკავშირის და აშშ-ის პოზიცია. ამიტომ მან დაინახა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მისი ინტერესი განულებული იყო,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )