რეზონანსი
04.05.2021

ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა.

„მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, რადგან იცის, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზაცია,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )