რეზონანსი
04.05.2021

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა, რომ აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. 

„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

27 აპრილიდან დღემდე "სინოფარმით" აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )