რეზონანსი
23.04.2021

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში 10 000 კვების ობიექტიდან, პანდემიის გამო, მხოლოდ 1500-მდე მუშაობს.

"10 000-მდე კვების ობიექტი იყო კოვიდამდე, დღესდღეობით, ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 1 500-მდე, დანარჩენი უბრალოდ, აღარ ფუნქციონირებს.

რაც შეეხება დასაქმებულებს, დაახლოებით, ჩამოსულია 50 000-მდე. 250 000 ადამიანი, რომელიც იყო დასაქმებული, ან წავიდა უცხოეთში, ან მოტოციკლეტზე გადაჯდა და ახლა კურიერის ფუნქციას ითავსებს," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ "დღის კურიერში" და დასძინა, რომ მაისიდან შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს და საკუთარ ხედვებს შესთავაზებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )